თიხა და თიხის ნაკეთობები

ქართული კერამიკა

ავტორი

თიხა და თიხის ნაკეთობები

Posted by Author On Month - Day - Year

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ქართული კერამიკა

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

ჭურჭელი

ქართული კერამიკა

ავტორი

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

POST-TITLE-HERE

Posted by Author On Month - Day - Year

POST-SUMMARY-HERE

თაბაშირი

თაბაშირი არის ერთ–ერთი ძირითადი დამხმარე მასალა კერამიკის წარმოებაში. იგი წარმოადგენს კალიუმის წყლიან სულფატს.
დასაყალიბებელი თაბაშირი, რომელიც იხმარება კერამიკის წარმოებაში მოდელების, ყალიბების და სხვა ნაწარმის დასამზადებლად,
არის ნახევარწყლიანი მასა. მას ამზადებენ ბუნებრივი თაბაშირის ქვისაგან (ორწყლიანი თაბაშირი). მისი ძირითადი თვისებაა ჰაერზე თანდათანობით შედედება, შესქელება და გამყარება. გამყარების შემდეგ შრობისას თაბაშირი ზომაში არ იკლებს.

ჭიქური

ჭიქური არის მინისებური მასა; რომლის თხელი ფენით იფარება კერამიკული ნაწარმის ზედაპირი. იგი ნაკეთობას ალამაზებს და აძლევს მექანიკურ სიმტკიცეს, ხდის უფრო ჰიგიენურს, წყალგაუმტარს, ხასიათდება კრიალა, მბრწყინავი ზედაპირით.
ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ჭიქური მიეკუთვნება სილიკატურ მინას. იგი მრავალგვარია შემადგენლობით, თვისებებით, დნობის ტემპერატურით და შეფერილობით. შეიძლება იყოს გამჭვირვალე, გაუმჭვირვალე (ყრუ), კრიალა, მქრქალი, მჟავა და ტუტე გამძლე.
მაღალდნობადი ჭიქურები იხმარება ფაიფურისა და ქაშანურის წარმოებაში, ხოლო დაბალდნობადი ჭიქური იხმარება წითელ კეციანი თიხის წარმოებაში.

წერნაქი ( ანგობი )

წერნაქი ეწოდება გაუმჭვირვალ (მქრქალ) თეთრ ან ფერად თიხის მასას, რომელიც იხმარება კერამიკული ნაწარმის მოსახატავად.
წერნაქი შეიძლება იყოს ბუნებრივად ან ხელოვნურად შეფერილი თიხა.
მისი შემადგენლობა უფრო მკვრივია, ვიდრე მოსახატი კეცისა.
ძველ დროში მის გამოყენებას, გარდა ესთეტიკურისა, პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა. წერნაქით დაფარული თიხის ჭურჭელი უფრო
ნაკლებფოროვანი ხდებოდა, რაც საგრძნობლად ამცირებდა წყლის გაჟონვას. ხოლო უფრო მოგვიანებით, ჭიქურის გამოყენების შემდეგ, მას უფრო დეკორატიული ხასიათი მიეცა.